გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თომას მიულერი ევროთასებზე “ბაიერნის” ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადავიდა. მიუნხენური გუნდის თავდამსხმელმა ლონდონის “არსენალის” კარში დუბლი შეასრულა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს შედეგი (30) ორი გოლით გააუმჯობესა.
ევროთასებზე გერმანულ გრანდის ერთპიროვნული ბომბარდირი გერდ მიულერია, რომელმაც თავი 66-ჯერ გამოიჩინა. 26 წლის მიულერი მოგვარეს 34 გოლით ჩამორჩება.