დონეცკის “შახტარის” ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე ოქტომბრის თვეში დონბასური გუნდის საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა ნომინინირებული. “მეშახტეების” ოფიციალური ვებგვერდის მიერ შერჩეულ 28 მოთამაშეს შორის, ერთ-ერთი სწორედ არაბიძეა, რომელიც სხვათა შორის, აღნიშნულ ნუსხაში ასაკით ყველაზე პატარაა.
არაბიძეს ოქტომბერი მართლაც რომ ნაყოფიერი და წარმატებული გამოუვიდა. სწორედ ამ თვეში ჰქონდა მას დებიუტი დონეცკელთა მთავარ გუნდში, რომლის ღირსებაც უკრაინის თასზე 90 წუთი დაიცვა, ხოლო შემდეგ პრემიერლიგაშიც ითამაშა პირველად, როდესაც “ზარიასთან” მოედანზე ბოლო 15 წუთი გაატარა. ამასთან “შახტარის” 19-წლამდელთა გუნდში უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე “მალმესთან” დიდებული თამაში ჩაატარა და ლამაზი გოლიც გაიტანა, რომელიც შემდგომ თვის საუკეთესო გოლად დასახელდა. გარდა ამისა, გიორგიმ მიმდინარე თვის დასაწყისში, იმავე “მალმესთან” კარგი თამაში გამართა, რომელშიც საგოლე გადაცემასა და მოპოვებულ თერთმეტმეტრიანს გამორჩა.
გამოკითხვაში მონაწილეობა კი აქვე მითითებულ ბმულზე ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია.