ფეხბურთი

15:38 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე კვლავ ვერ ვარჯიშობს

ჯანო ანანიძე კვლავ ვერ ვარჯიშობს მოსკოვის "სპარტაკის" საერთო ჯგუფში. ქართველ ნახევარმცველს ტრავმიანობის პერიოდი მოსალოდნელზე დიდხანს გაუგრძელდა.

ანანიძეს 4 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია: იმ დღეს მან კარგი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, როცა შოტლანდიას 1:0 მოვუგეთ.

ჯანომ ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრები გამოტოვა და ვერც უახლოეს სანაკრებო მატჩებში იქნება: 11 ნოემბერს ესტონეთში და 16 ნოემბერს ალბანეთთან თამაშები გაუცდება.

0.117292