ფეხბურთი

12:05 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინკო MLS-ის საუკეთესოებში

“ტორონტოს” იტალიელი ფორვარდი სებასტიან ჯოვინკო ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) 2015 წლის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელის ჯილდოზე წარადგინეს.

როგორც ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, სეზონის საუკეთესო ბომბარდირის გარდა, პრეტენდენტთა სამეულში მოხვდნენ “კოლუმბუსის” თავდამსხმელი კეი კამარა და “კანზას სიტის” ნახევარმცველი ბენი ფეილჰაბერი.

22 გოლისა და 16 საგოლე გადაცემის ავტორი ჯოვინკო, რომელიც ამერიკაში მიმდინარე წელს გადაბარგდა, MLS-ის საუკეთესო ახალწვეულის პრიზისთვისაც იბრძვის, სადაც მისი კონკურენტი “მონრეალის” კოტ დივუარელი შემტევი დიდიე დროგბაა.

0.118997