ფეხბურთი

20:43 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერს” მილიკის შეძენა სურს

ინგლისურ “ლესტერს” ამსტერდამის “აიაქსისა” და პოლონეთის ნაკრების ფორვარდის არკადიუშ მილიკის შეძენა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Mirror–ი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში “ლესტერი” შესანიშნავად გამოიყურება, პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზეა და “მანჩესტერ სიტის” შემდეგ ყველაზე მეტი (23) გოლი აქვს გატანილი.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო იუწყება, კლაუდიო რანიერის ზამთარში კლუბის კიდევ უფრო გაძლიერება სურს და მზად არიან, რომ პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი გაიღონ.

21 წლის მილიკმა მიმდინარე სეზონში “აიაქსის” მაისური 17-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

მას ჰოლანდიურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126387