ფეხბურთი

17:17 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ცუდ პერიოდს ათვითცნობიერებს, რებროვს მოგება ადარდებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კიევის “დინამოსთან” განმეორებით მატჩამდე პრესკონფერენციაზე 2004 წელი გაიხსენა და მიმდინარე სეზონის გამოწვევაზე ისაუბრა.

“2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ ერთ დღეს ჩემ ცუდ შედეგსაც დავაფიქსირებდი. პატიოსნად განვაცხადე, რომ მექნებოდა იმ დღისგან განსხვავებით ცუდი პერიოდი. სწორედ ეს დრო დადგა, მტკიცედ ვდგავარ და გამოწვევას ვიღებ. პირველი ჩვენ გავალთ ამ ჯგუფიდან და ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა მოურინიომ და მომავალი მატჩის პროგნოზის შესახებ ორაზროვანი პასუხი გასცა - “სინამდვილე ისაა, რომ ეს მატჩი არაა შეხვედრა, რომლის მოგებაც გვიწევს – ესაა არც აუცილებლად მოსაგები და არც აუცილებლად წასაგები.”

უკრაინული გუნდის თავკაცმა სერგეი რებროვმა კი აღნიშნა, რომ მისი გუნდი “ჩელსის” პრობლემებზე არ ფიქრობს და მთლიანად მომავალ მატჩზეა კონცენტრირებული:

“ჩვენ არ ვფიქრობთ რა ხდება “ჩელსის” თავს, რადგან მსგავსი კრიზისი ყველა გუნდშია ხოლმე. დარწმუნებული ვარ მოურინიო გამოსავალს იპოვის. ჩვენ მომავალ მატჩზე ვაკეთებთ კონცენტრაციას. “ჩელსის” პრემიერლიგაში წარმატებას ვუსურვებ და არა ჩემპიონთა ლიგაზე. ერთი რამ მადარდებს, მომენტი როდესაც მატჩს მოვიგებთ”.

მიმდინარე სეზონში “ჩელსი” პრემიერლიგაში მე-15 ადგილზე იმყოფება. გუნდმა 6 მატჩი წააგო და მოურინიომ ანტირეკორდი დაამყარა. აქამდე პორტუგალიელის გუნდს ინგლისში მთელ სეზონშიც არ ჰქონია 6 წაგება.

უკრაინელებს ინგლისში ჯერჯერობით მოგება არ აქვთ. 12 მატჩიდან “დინამომ” 10 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

“დინამოს” და “ჩელსის” პირველი დაპირისპირება ორი კვირის წინ ფრედ 0:0 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117705