17 წლის გიორგი არაბიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული. ვასილ მაისურაძის ნაკრებს 12-დან 17 ნოემბრამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ელის, სადაც მეტოქეები უელსი, ალბანეთი და ავსტრია იქნებიან. ჯგუფის შეხვედრები თბილისში გაიმართება.
იყო ვარაუდი, რომ არაბიძეს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე 19-წლამდელებში გაირჯება. მაისურაძის გუნდში 1997 წელს დაბადებულები და უმცროსები ითამაშებენ.