შვედეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტიერი ანრის შედეგი გააუმჯობესა და საერთო რეიტინგში მეათე ადგილზეა.
“რეალთან” დაპირისპირება ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 113-ე ჩატარებული მატჩი გახლდათ. პირველ ადგილზე კი იკერ კასილიასია, 153 შეხვედრით.