როგორც infostrada იუწყება, მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 19 მატჩში არწაგებით რეკორდი დაამყარა. ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-სთან მატჩამდე “რეალთან” ერთად 18-მატჩიან წაუგებელ სერიას “ბარსელონა” ინაწილებდა. “ბლაუგრანამ” აღნიშნული შედეგი 2009-2012 წლებში დააფიქსირა.
ამავდროულად, “რეალი” ჯგუფური ეტაპიდან შემდეგ ეტაპზე 4 მატჩის შემდეგ მეცხრედ გავიდა, მსგავსი შედეგი კი ევროპის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე არცერთ მონაწილე გუნდს ჰქონია.