მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა იმ 19 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომელნიც “პარის სენ-ჟერმენთან” გასამართი საჩემპიონთალიგო დაპირისპირებისთვის მოემზადებიან.
სიაში მოხვდა კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელსაც ტრავმის გამო აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია.
მადრიდელთა ლაზარეთში გარეტ ბეილი, დანიელ კარვახალი, ალვარო არბელოა და ქარიმ ბენზემა რჩებიან.
“ბლანკოსის” 19-კაციანი შემადგენლობა (რომელთაგან ერთი მოთამაშე ამოვარდება განაცხადისთვის) ასე გამოიყურება:
მეკარეებიი: ნავასი, კასილია, იანეზი;
მცველები: ვარანე, პეპე, რამოსი, ნაჩო, მარსელო, დანილო;
ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კასემირო, ხამესი, ისკო, კოვაჩიჩი, ჩერიშევი;
თავდამსხმელები: ვაზკესი, ხესე, რონალდუ.
აღნიშნული დაპირისპირდება “სანტიაგო ბერნაბეუზე” თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.