ფეხბურთი

15:24 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილ პრეზიდენტს ული ჰიონესს პატიმრობიდან სავარაუდოდ 2016 წლის მარტში გაათავისუფლებენ. როგორც Bild-ი იტყობინება, ჰიონესმა ვადაზე ადრე პირობითი გათავისუფლების თხოვნა უკვე შეიტანა. გერმანული კანონმდებლობით, მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელის ნახევარი ვადის მოხდის შემდეგ შეუძლია დარჩენილი ვადის პირობით სასჯელად ცნობა მოითხოვოს.

63 წლის ჰიონესი გადასახადებისგან თავის არიდების გამო დააპატიმრეს და სამწელიწადნახევარი მიუსაჯეს. როგორც გაირკვა, მან საგადასახადო სამსახურს 27 მილიონ ევრომდე ოდენობის თანხა დაუმალა. 2015 წელს ჰიონესს დღის განმავლობაში ციხის დატოვების უფლება მისცეს და ის ამ დროს “ბაიერის” ახალგაზრდული მიმართულების დეპარტამენტში მუშაობისთვის იყენებს.

0.130198