კალათბურთი

10:44 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდები!  რეკორდები!...

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მე-3 ტურში აღნიშნული ასპარეზობის რამდენიმე რეკორდი გაუმჯობესდა. მათ შორის ყველაზე საინტერესო ,,დინამო’’-,,მგზავრები არმიას’’ შეხვედრა აღმოჩნდა, სადაც სამი რეკორდი დაფიქსირდა. ამ შეხვედრის ქულათა საერთო რაოდენობა იმდენად მცირე 90(48+42) იყო, ამ სეზონზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალშიც კი გაუმჯობესდეს. ძველი რეკორდი 120(53+67) ქულა მეორე ტურში, ,,ოლიმპი’’-,,სოხუმის’’ შეხვედრაში დაფიქსირდა. ასევე სარეკორდო იყო ,,მგზავრები არმიას’’ მიერ ერთ შეხვედრაში დაგროვილი ქულათა რაოდენობა-42 .ძველი რეკორდი( 53 ქულა) ,,ოლიმპს’’ ეკუთვნოდა. რაც შეეხება ,,დინამოს’’ ცენტრალურ თავდამსხმელ გიორგი შარაბიძეს, კოლეგა გიორგი ჯგერენაიას (,,სოხუმი’’) დარად 4 დაფარება შეასრულა, რითაც მათ კაელ ტურპინისა(,,რუსთავი’’) და ვახტანგ ქადარიას(,,ქუთაისი-2010’’) რეკორდები გაიმეორეს.

სარეკორდო იყო სუპერლიგისა და ,,ბათუმის’’ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის ცენტრალურ თავდამსხმელ აკაკი დვალიშვილის მიერ ,,ოლიმპთან’’ შეხვედრაში გაკეთებული 22 მოხსნა. ძველი რეკორდი(15 მოხსნა) მეთიუ გლოვერს(,,სოხუმი’’) ეკუთვნოდა.

ბათუმელმა ირაკლი მიქელაძემ პასებში 8 შედეგიანი გადაცემით მისი და ზაურ ფაშაევის (,,ქუთაისი-2010’’) რეკორდი გაიმეორა.

თეგებისუპერლიგა
0.115639