ფეხბურთი

22:45 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუმ ნეგრედო და დე პაული დააბრუნა

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ესპირიტო სანტომ იმ 20 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომელნიც კლუბთან ერთად ბელგიაში გაემგზავრებიან, სადაც “ლოს ჩე” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში “გენტს” დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, როდრიგო დე პაულისა და ალვარო ნეგრედოს სიაში მოხვედრა. ნახსენები მოთამაშეები ესპირიტოს გადაწყვეტილებით უკანასკნელ ოთხ მატჩში განაცხადში არ იმყოფებოდნენ, რაც ესპანურმა პრესამ მწვრთნელთან კონფლიქტით ახსნა. თუმცა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ორივე მოთამაშე ბელგიაში იახლა და სავარაუდოდ, საბოლოო განაცხადშიც დარჩებიან.

“ღამურებს” ტრავმების გამო ბელგიაში ვერ გაყვნენ: როდრიგო მორენო, აიმენ აბდენური, მეტიუ რაიანი და დიეგო ალვეში, ხოლო ზაქარია ბაკალი საჩემპიონთალიგო განაცხადში შეყვანილი არაა.

“ვალენსია” ბელგიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: დომენეში, იოელი;
მცველები: მუსტაფი, ვეზო, სანტოსი, გაია, ორბანი, ბარაგანი, კანსელო;
ნახევარმცველები: ფუეგო, ბარბოსა, პერესი, გომეში, პარეხო, პიატი, ფეგული, დე პაული;
თავდამსხმელები: მინა, ალკასერი, ნეგრედო.

აღნიშნული დაპირისპირება ოთხშაბათს 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122852