კალათბურთი

19:07 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პულენი ევროლიგის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ნაკრების წევრი ჯეიკობ პულენი ევროლიგის მესამე ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სიმბოლური ხუთეული ასე გამოიყურება:

ჯეიკობ პულენი (“ცედევიტა”), მეთ ლოჟესკი (“ოლიმპიაკოსი”), ნიჰად დედოვიჩი (“ბაიერნი”), ჯიჯი დატომე (“ფენერბახჩე”), დევინ სმიტი (“მაკაბი”)

ჯეიკობ პულენის “ცედევიტამ” გასვლით მატჩში თურქულ “ანადოლუ ეფესთან” 81:75 იმარჯვა. ჯეიკობმა გუნდს 18 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

0.234072