ფეხბურთი

1:48 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" გაცოცხლდა, "იები" ისევ გალიდერდნენ

ფლორენციის “ფიორენტინამ” “არტემიო ფრანკიზე” “ფროზინონე” მიიღო, 4:1 გაანადგურა და ორტურიანი პაუზის მერე სერია A-ში ისევ გალიდერდა. ახლა “იებსა” და “ინტერს” 24-24 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე მყოფ “რომას” ქულით უსწრებენ. პაულო სოუზას გუნდმა მატჩის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყვიტა, როცა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. თავი ანტე რებიჩმა, გონსალო რეოდრიგესმა, ხუმა ბაბაკარმა და მარიო სუარესმა გაიტანეს. შეხვედრის საბოლოო ანაგრიში კი თამაშის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე სტუმართა თავდამსხმელმა ფრარამ დააფიქსირა – 4:1.

“ნაპოლის” შეეძლო კალჩოში სამხელისუფლოანობა დაემყარებინა, მაგრამ გენუაში, “ჯენოას” მეკარე მატია პერინის კარი ვერ აიღო, რითაც 5 თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. არადა, მაურიციო სარის გუნდს მომენტები მრავლად ჰქონდა, მაგრამ იტალიის ნაკრების კიპერმა პერინმა მათი ყველა მცდელობა უგულებელყო.

ზედიზედ მესამე თამაში მოიგო “მილანმა” და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილამდე აინაცვლა. “როსონერიმ” ამჯერად “ლაციოს” რომში მოუგო, თანაც დამაჯერებლად. სტუმრები ფედერიკო მარკეტოს უხეირო თამაშის შედეგად 25-ე წუთზე ანდრეა ბერტოლაჩიმ დააწიანურა. “ლაციალეს” კიპერმა” კი ალესიო ჩერჩის დარტყმული ცხვირწინ მოიგერია და ამის შემდეგ გაიტანა ბერტოლაჩიმ, რომელიც ცოტა ხანში დაშავდა და შეცვალეს. მეორე ტაიმის დებიუტში ფილიპ მექსემ სხვაობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგი მოედანზე იმ წუთის გასული გახლდათ. მერე ლომბარიდიელთა საუკეთესო გოლეადორმა კარლოს ბაკამ შეაგდო, როცა ჯაკომო ბონავენტურას ჩინებული გადაცემა შეირგო. ერთადერთი რასაც სტეფანო პიოლის შეგირდები გამორჩნენ კიშნას პრესტიჟის გოლი იყო.

რობერტო დონადონის “ბოლონიას” თავკაცის პოსტზე წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. ემილიელბმა ბერგამოს “ატალანტას” სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. არადა, აქამდე “როსობლუს” 10 ტურში 6 გოლი ჰქონდა გატანილი... ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლები გაიტანეს ემანუელე ჯაკერინიმ და მატია დესტრომ, ხოლო წერტილი ვეტერანმა ფრანკო ბრიენცამ დასვა.

XI ტურში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა ისეთი, რომელშიც გოლი არ გასულა. მოდენაში, “კარპი” და “ვერონა” დაზავდნენ, ხოლო უდინეში, “უდინეზე” და “სასუოლო”. სხვათა შორის, “ჰელას ვერონა” მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუგია...

“ფიორენტინა” – “ფროზინონე” 4:1 (4:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 30 000

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ (ლეძერინი 71); როდრიგესი, ტომოვიჩი, რონკალია (როსი 59); რებიჩი, ბადეი, სუარესი, პასკუალი; ბორხა ვალერო, ფერნანდესი; ბაბაკარი (ვერდუ 46)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ფროზინონე” (4-4-1-1): ძაპინო; ბერტონჩინი, მ. ჩიოფანი, დიაკიტე, კრიველო; ფრარა, ვერდე, სამარკო (გუჩერი 74), პაგანინი; ჩიბსა (კარლინი 62); დ. ჩიოფანი (ლონგო 61)

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლები: 1:0 რებიჩი (24), 2:0 როდრიგესი (29), 3:0 ბაბაკარი (31, პენ), 4:0 სუარესი (43), 4:1 ფრარა (87)

გაფრთხილება: პაგანინი (28)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (11) – 6 (2) ბურთის ფლობა: 74%-26% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ბოლონია” – “ატალანტა” 3:0 (0:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ფერარი (მაიეტა 46), გასტალდელო, როსეტინი, მაზინა; დონსა (ბრიენცა 61), დიავარა, ტაიდერი; ჯაკერინი, დესტრო, მუნირი (რიცო 80)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო (ტოლოი 46), სტენდარდო, პალეტა, ბელინი; კარმონა, დე რუნი, კურტიჩი (მორალესი 61); დ’ალესანდრო, დენისი (პინილია 58), გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლები: 1:0 ჯაკერინი (52), 2:0 დესტრო (58), 3:0 ბრიენცა (85)

გაფრთხილება: ტაიდერი (13), ფერარი (40), გასტალდელო (47), ჯაკერინი (53), მაზინა (77) – კურტიჩი (31), კარმონა (79), პინილია (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 5 (2) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 0:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მარკო გუიდა

“კარპი” – “ვერონა” 0:0 (0:0)

მოდენა, “ბრალია”

მაყურებელი: 9 500

“კარპი” (4-3-3): ბენუსი; ძაკარდო, რომანიოლი, სპოლი (ბუბნიჩი 57), გაბრიელ სილვა; ბიანკო, ლაძარი (კოფიე 86), მარონე; მატოსი, დი გაუდიო, ლასანია (ვილჩეკი 75)

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მარკესი (ჰელანდერი 59), მორასი, სუპრაიენი; ჰალფრედსონი, გრეკო, სალა (სილიგარდი 79); გომესი, პაცინი, იონიტა (მატუზალემი 85)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გაფრთხილება: მარონე (14), რომანიოლი (35) – ჰალფრედსონი (6), პიზანო (38), გრეკო (50), მორასი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 6 (3) ბურთის ფლობა: 33%-- 67% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: მარიო მაცოლენი

“ჯენოა” – “ნაპოლი” 0:0 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; მუნიოსი (იცო 35), ბურდისო, ანსალდი; რინკონი (სისოხო 72), ტინო კოსტა, დზემაილი (ნტჩამი 45), ფიგუერაში; ლაქსალტი, პავოლეტი, პეროტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი (დავიდ ლოპესი 82), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (გაბიადინი 67), იგუაინი, მერტენსი (ინსინიე 57)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გაფრთხილება: იცო (37), ტნჩამი (83), ტინო კოსტა (90) – გაბიადინი (85), დავიდ ლოპესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 12 (7) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 1:5 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: დანიელე დოვერი

“უდინეზე” – “სასუოლო” 0:0 (0:0)

უდინე, “ფრიული”

მაყურებელი: 11 000

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ედენილსონი, ბადუ, ლოდი, ბრუნო ფერნანდესი, ალი ადნანი (ვიდმერი 67); ტერო (აგირე 74), დი ნატალე (პერიცა 67)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, ტერანოვა (არიაუდო 80), აჩერბი, ლონგი (გაცოლა 63); ბიონდინი, მისიროლი, დანკანი; ბერარდი, დეფრელი, ფლორო ფლორესი (პოლიტანო 58)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გაფრთხილება: დანილო (11) – მისიროლი (5), ბიონდინი (22)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 10:1 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

“ლაციო” – “მილანი” 1:3 (0:1)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 32 000

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, ლულიჩი; ონაზი (კატალდი 46), ბილია; კანდრევა (კიშნა 63), მილინკოვიჩ-სავიჩი (მატრი 71), ანდერსონი; კლოზე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; დე შილიო, ალექსი (მექსე 52), რომანიოლი, ანტონელი; კუჩკა, მონტოლივო, ბერტოლაჩი (პოლი 35); ჩერჩი (ჰონდა 81), ბაკა, ბონავენტურა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 0:1 ბერტოლაჩი (25), 0:2 მექსე (53), 0:3 ბაკა (79), 1:3 კიშნა (85)

გაფრთხილება: ბასტა (60), ჯენტილეტი (90) – რომანიოლი (66), ბონავენტურა (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 10 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ანტონიო დამატო

თეგებისერია A
0.242726