ჩოგბურთი

22:00 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტიტანების ბრძოლაში როჯერ ფედერერმა იმარჯვა

ბაზელის ტურნირის ფინალში თანამედროვეობის ორი უძლიერესი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფედერერის გამარჯვებით 6:3, 5:7, 6:3 დასრულდა. როჯერმა კარიერაში მშობლიური ბაზელის ტურნირი მეშვიდეჯერ მოიგო.

ფედერერი და ნადალი ბოლოს 2014 წლის იანვრის თვეში შეხვდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ ჩოგბურთის მოყვარულები ამ ორი ტიტანის თამაშს ელოდებოდა და 21 თვის შემდეგ მათი გზები ბაზელში გადაიკვეთა. მატჩის სტარტზე ფედერერო უფრო ლაღად გამოიყურებოდა და შეტევით ჩოგბურთს თამაშობ, რამაც პირველ სეტში შედეგიც გამოიღო და დაწინაურდა. მეორე სეტიც პირველის მსგავსად ფედერერი უკეთ გამოიყურებოდა, შვეიცარიელს ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა თუმცა ვერ გამოიყენა. 5:5-ზე როჯერი თითქოს დათრგუნული ჩანდა, რა დროსაც რაფაელმა ბრეიკი შეასრულა და შეხვედრაში გადამწვეტი მესამე პარტია დაინიშნა. 4:3-ზე ფედერერის სასარგებლოდ შვეიცარიელი ბრეიკს აკეთებს და კარიერის მანძილზე რაფაელს მეთერთმეტედ ამარცხებს. შვეიცარიელი “მაესტრო”ATP-ის 88-ე ტიტულს დაეუფლა. ურთიერთშეხვედრებში რაფაელი როჯერს 23:11 უგებს.

შეხვედრამ 2 საათსა და 5 წუთს გასტანა. ფედერერმა 12 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაფაელმა ვერ ერთი ეისი ვერ ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. შეხვედრაში სულ 180 გათამაშება იყო, საიდანაც შვეიცარიელის გამარჯვებით 95 დასრულდა, რაფამ 85 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120782