საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელ ბექა ბურჯანაძეს ჩინებული სეზონი აქვს. მართალია, ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდის მე-4 ტურში მისმა “კორუნამ” “პალმასთან” სტუმრად გამართული მატჩი 81:86 დათმო, ბექა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 32 წუთში 19 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ, თავად კი სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.
“კორუნას” 4 მარცხის წილ 1 გამარჯვება აქვს და 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 6 ნოემბერს, შინ, “ბურგოსთან” ჩაატარებს.