კალათბურთი

21:05 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სოხუმმა" ლიდერობა შეინარჩუნა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის მესამე ტური "სოხუმისა" და "აკადემიის" შეხვედრით დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრამ ზღვისპირელთა სრული უპირატესობით ჩაიარა და მათივე გამარჯვებით დასრულდა - 90:71. ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში "სოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ მოედანზე გუნდის მეორე შემადგენობას თავის გამოჩენის შანსი მისცა. ამ გამარჯვებით სოხუმმა ქულათა მაქსიმუმი (6) დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინაჩუნა. "აკადემია" კი ისევ აუტსაიდერად დარჩა, რომელსაც გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია.

სოხუმელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი ამერიკელმა ლეგიონერებმა ფილიპ მილერმა და მეთიუ გლოვერმა შეიტანეს. მილერმა ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა დააგროვა, ხოლო გლოვერმა 10 ქულითა და 14 მოხნით ორმაგი დუბლი მიითვალა. აკადემიას შემადგენლობაში 16 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ბელარუსი ლეგიონერი ვლადიმირ კრუსევიჩი გახლდათ.

აკადემია - სოხუმი 71:90 (10:24, 19:25, 15:23, 27:18)

თეგები“სოხუმი”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.224916