არნემის “ვიტესის” ქართველმა ფეხბურთელმა ვალერი ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ერედივიზიონის ბოლო სამ ტურში გოლის გატანა მიჯრით მოახერხა. ასეთი შედეგი კი არნემელთა გუნდში უკანასკნელად 3 წლის წინ იყო.
2012-2013 წლების სეზონში “ვიტესის” მაისურით ზედიზედ 10 ტურში გოლების გატანას ამჟამად “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ვილფრიდ ბონი ახერხებდა.
ყაზაიშვილი დღეს “ექსელქსიორს” სტუმრად დაუპირისპირდება და შეეცდება ზედიზედ მეოთხე ტურში აიღოს მეტოქის კარი. ვაკომ აქამდე მიყოლებით “გრონინგემს”, “ცვოლესა” და “აიაქსს” გაუტანა. სულ კი, ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 9 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიტესის ლინკი დადეთ
მიდი ვაკო აბა შენ იცი,ვამაყობ რომ შენთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს
Levan911 რამდენი დაიკლო არ ვიცი მაგრამ რომ შეხედავ ეგრევე ეტყობა და კარგი ასე რომ დააგდო წონა რადგან ზედმეტი წონა 8 კგ კი არა 3-4 კგ ხელს უშლის ტექნიკურ ფეხბურთელებს
5_stars ბევრი არგენტინელი გუნდში არ შეიძლება დაგიჩაგრავენ ესპანელებს
მესი და დიბალა იქნებიან,მასკე მაგ დროს აღარ იქნება ალბათ
Levan911 ჭანტურიას ბოლო დროინდელი სურათები რომ ვნახე და ვიდეო გერმანიაში საკმაოდ დაკლებული აქვს,ფაქტიურად აღარ აწუხებს ზედმეტი წონა
კი, ბოლო ინტერვიუში თქვა რო 8 კილო დავიკელიო. ეს მე ვხუმრობ თორე, დასაფასებელია რო ასე მოინდომა.
ჩვენი ნაკრების ლიდერია აშკარად. წარმატებები ვაკო :*
ვაკო ჩვენი იმედია და დიბალა არგენტინის ხო
რა შედარებაა, იმათ ვაკოზე უკეთესები ყავთ
) დიბალას პროგრესის შემთხვევაში ვისურვებდი ბარსაში, 2-3 წელში
წონის პრობლემას უნდა მიხედოს ვაკომ. ცოტა რომ დაიკლოს, უფრო სწრაფი და მოქნილი იქნება.
183 სანტიმეტრია და 74 კილო, ფუტბოლ მენეჯერში ასე წერია, ალბათ არ ცდებიან. ბევრია ეს? თან დრიბლინგი ისედაც კარგი აქვს, პლუს ძლიერია, მცველები ვერ ჩაგრავენ. ტან მაგარი გამძლეობა აქვს, შარშან გოლების ლამის ნახევარი მსაჯის დამატებულ წუთებზე გაიტანა. რა საჭიროა ექსპერიმენტები წონის დაკლებაზე?
ტექნიკური არის, მაგრამ სისწრაფის(სისხარტის) მხრივ რომ მოსამატებელი აქვს აშკარაა. რამდენიმე კილო რომ დაიკლოს და ეგ კილოგრამები ჯანოს მოემატოს, ორივეს დახატავდა
ეგ გადასარევი იქნებოდა მაგრამ, ჯანოსთვის რამდენიმე კილო ჭანტურიას ვთხოვოთ იმას ოხრად აქვს ყოველთვის
ყაზაიშვილს და საბა კვირკველიას კარგი აგენტი რომ ჰყავდეთ დღესვე უკეთეს ლიგაში ითამაშებდნენ
ქუთაისში ვიყავი ახალგაზრდულის თამაშზე ჩასული, ესპანეთმა რომ გაგვანადგურა... აი იქ ვნახე ვაკოს თამაში პირველად და სულ მეჯერა რომ ეს დონეს დადებდა
მაგრად ვბალელშიკობ ამ ბიჭს
ბოლოს როდის იყო ქართველმა რო ერთ კარგ სეზონს მეორე გადააბა აღარც მახსოვს. ახალგაზრდა ქრთველ ფეხბურთელებს ამის სურათი უნდა ეკიდოთ კედელზეც
სეზონს კი არა კარგ თამაშს ვერ აბამენ, წარმატებები ვაკოს.
ამ ბოლო დროს ეგრეა
თუმცა 2 წლის წინ ანანიძემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.
მიდი ვაკო, შეუბაბანე
ძაან სწორად და მეთოდურად იზრდება ყოველ მომდევნო ტურში , ფიზიკურადაც ძაან გაზრდილია , ერთი თვისება რასაც გამვყოფდი არის ის რომ ძალიან კარგად ფარავს ბურთს , ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გააძლიერა ეს კომპონენტი.
უმატებს ვაკო უმატებს......
როგორც ნახევარმცველი მაგარი შედეგიანია ჩვენი ვაკო, იმედია ასე გააგრძელებს.