ფეხბურთი

22:59 | 30.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე ამჯერად პრემიერლიგაშიც ათამაშეს

გიორგი არაბიძეს დონეცკის “შახტარის” მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ უფრო და უფრო ენდობა. სამი დღის წინ უკრაინის თასზე დათმობილი 90 წუთის შემდეგ, რუმინელმა სპეციალისტმა 17 წლის ქართველი შემტევი ამჯერად პრემიერლიგაში ათამაშა. მე-12 ტურის სასტარტო შეხვედრაში “ზორიასთან” გასვლაზე გიორგი მოედანზე ბრაზილიელი ფრედის ნაცვლად 74-ე წუთზე შევიდა. ეს არაბიძის სადებიუტო მატჩია უკრაინის ჩემპიონატში. თავად შეხვედრა კი დონბასელებმა გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 მოიგეს. მასპინძელთა შორის ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ. “შახტარი” 31 ქულით ლიდერია და კიევის “დინამოს” 3 ქულით უსწრებს, ხოლო “ზორიას” 22 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.

თურქეთის პირველ ლიგაში “ქარშიაკას” შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ალექსანდრე ამისულაშვილმა. მისი გუნდი კი გასვლაზე “ადანასფორთან” 1:0 დამარცხდა. ამისულაშვილის თანაგუნდელები 10 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-15 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასის XIV ტურის მატჩში ვლადიმერ დვალიშვილის “პოგონი” სახლში “გორნიკს” დაუზავდა – 1:1. მასპინძელთა ქართველი თავდამსხმელი თადარიგში იყო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. “პოგონი” 23 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.140536