კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები ანდრეს ინიესტა და სერხი რობერტო “ხეტაფესთან” გასამართი პრიმერადივიზიონის მატჩის განაცხადში მოხვდნენ. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და ექიმებმა მათ თამაშის ნება დართეს.
“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლუის ენრიკეს 18-კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, პიკე, ალვეში, ბარტრა, ალბა, ადრიანო, ვერმაელენი, მატიე, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, გუმბუა, მუნირი, სანდრო, სუარესი, ნეიმარი.
მესი, რაფინია და დუბლასი ტრავმირებულნი არიან. ხავიერ მასკერანო კი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. “ხეტაფეს” და “ბარსელონას” დაპირისპირება 31 ოქტომბერს თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.