“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა უგულებელყო პოლ სქოულზის კრიტიკა მისი სათამაშო სტილის მიმართ და განაცხადა: “ჯოხებმა და ქვებმა შესაძლოა ძვლები გამიტეხოს, დიდი სახელები კი ვერ დამაზიანებს.”
“წითელი ეშმაკების” ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელმაც გუნდის მაისურით 718 მატჩი ჩაატარა, განაცხადა, რომ ვან გაალთან მუშაობა არ ესიამოვნებოდა, რადგან მას კრეატიულობა და რისკი აკლია. სქოულზმა აღნიშნული განცხადება ლიგის თასის შემდეგ გააკეთა. “იუნაიტედი” “მიდლსბროსთან” პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ვან გაალმა “კრისტალ პალასთან” დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა სქოულზის კომენტარს უპასუხისმგებლო უწოდა.
“მან ეს განცხადება თავისი თავის თუ კლუბის სასარგებლოდ გააკეთა? არ ვეთანხმები მის მოსაზრებას. ყოველთვის რისკს ვეწევი და გუნდიც აზარტულია. თავის დაცვას არ დავიწყებ. იგი ლეგენდაა, მაგრამ როდესაც ლეგენდა ხარ, შენ უნდა ესაუბრო მწვრთნელს ან შენ მეგობარ რაიან გიგზს, ან აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს და უთხრა რაში ხედავ პრობლემას.
ჩვენ ვვითარდებით და ამ ყველაფერს სამი წელიწადი დასჭირდება. თუ სქოულზი იტყვის, რომ მე უნდა წავიდე, ასე უნდა მოხდეს? ეს მისი კომპეტენცია არაა, ყველაფერი გლეიზერების ოჯახის და ვუდვორდის გასაკეთებელია. როდესაც ჩვენ წავაგებთ, წავაგებთ და კიდევ წავაგებთ მაშინ დავასრულებ აქ მოღვაწეობას, თუმცა თამაშს ვაუმჯობესებთ. ახლა 20 ქულა გვაქვს 10 მატჩში, გასულ სეზონში კი 13 გვქონდა.
პრესკონფერენციაზე დადასტურდა რომ მემფის დეპაი პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. “კრისტალ პალასის” და “მანჩესტერის” დაპირისპირება შაბათს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.