ფეხბურთი

17:02 | 30.10.2015 | ნანახია 900 - ჯერ

ნედვედი ღირსების მედლით დააჯილდოვეს

ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელი და ამჟამად ტურინის “იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი სამშობლოში ღირსების მედლით დააჯილოდვეს. 43 წლის პაველს ჯილდო პრაღაში, “პრაცკი ჰარდის” დარბაზში გადაეცა. ნედვედმა ჯილდო ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანისგან ჩაიბარა.

“ნამდვილად ემოციური მომენტია. აქამდე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდო “ოქროს ბურთი” იყო, მაგრამ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი მაქვს. ღირსების მედალი, ისტორია, ეს ჩემთვის საამაყოა”, - თქვა გახარებულმა ნედვედმა.

პაველ ნედვედს კარიერის განმავლობაში სამშობლოში პრაღის “დუკლასა” და “სპარტას” რიგებში უთამაშია, ხოლო იტალიაში “ლაციოსთვის” და “იუვენტუსისთვის” ირჯებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი სამი ქვეყნის ჩემპიონია: ჩეხოსლოვაკიის, ჩეხეთისა და იტალიის. 2003 წელს კი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ჩეხეთის ნაკრებში პაველმა 1994-2006 წლებში 91 თამაშში 18 გოლი გაიტანა. 1996 წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:13 | 30.10.2015
cicerona (436)

მართლაც და თუ ვინმეა სპორტსმენებში ამ ქვეყანაში ვინმეს ეთქმის--ეს ნედვედია

0.152537