დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა მშობლიური ბაზელის ტურნირის 1/8-ფინალში გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი 6:4, 4:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 40 წუთი გასტანა. სამივე სეტის ბედი თითო ბრეიკმა გადაწყვიტა. ფედერერმა 13 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, კოლშრაიბერმა 11 ეისი მოაწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია.
1/4-ფინალში როჯერი ბელგიელ დავიდ გოფინს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი ბელგიელს 2:0 ამარცხდებს.
ბაზელის ტურნირი როჯერ ფედერერს 6-ჯერ აქვს მოგებული (2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2014).
ტურნირის საპრიზო ფონდი 2 მილიონ ევროს შეადგენს.