ევროლიგის მე-3 ტურში ტრავმირებული თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” საფრანგეთში “ლიმოჟს” ესტუმრა და მასპინძლები 107:71 გაანადგურა.
ბასკური კლუბის რიგებში 10-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი ასცდა: დარიუს ადამსი (18), ფაბიენ კოსიე (16), კორბაჩო (14) და მაიკ ჯეიმსი (12). ამ გამარჯვების წყალობით, “ლაბორალ კუჩა” B ჯგუფის სათავეში მოექცა, მომდევნო შეხვედრაში კი, 5 ნოემბერს “ანადოლუ ეფესს” უმასპინძლებს.
საინტერესოა, რომ თურქული კლუბი სტამბოლში ხორვატულ “ცედევიტას” დაუხვდა და სენსაციური მარცხი (75:81) განიცადა, რაშიც ჯეიკობ პულენმა დიდი წვლილი დაიდო.
ამერიკელმა გამთამაშებელმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.
პულენმა 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ჯეიკობის მოედანზე ყოფნის პერიოდში “ცედევიტამ” მეტოქეზე 14 ქულით მეტი ქულა ჩააგდო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ისიც ვთქვათ, რომ ხორვატული კლუბიდან მხოლოდ 8 კალათბურთელი დაიტვირთა, გადამწყვეტი კი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც სტუმრებმა 27:17 მოიგეს.
“ცედევიტას” 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და B ჯგუფში ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 ნოემბერს, მილანში, “ემპორიო არმანისთან” გამართავს.