ძიუდო

23:40 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

აბუ დაბის გრანდ-სლემზე 8 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

30 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ დაბიში სტარტს აიღებს გრანდ-სლემის რანგის ტურნირი, რომელშიც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 7-კაციანი შემადგენლობით ჩაებმება.

აბუ დაბიში შემდეგი ძიუდოისტები იასპარეზებენ: 60კგ. – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი; 66კგ. – ვაჟა მარგველაშვილი; 73კგ. – ლაშა შავდათუაშვილი; 81კგ. – უშანგი მარგიანი; 100კგ. – ალექსანდრე მსხალაძე; +100კგ. – ლევან მატიაშვილი; 70კგ. – ესტერ სტამი.

ხვალ საქმეში 60 და 66 კგ. წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ჩაებმებიან. ჩხვიმიანი პირველ რაუნდში მექსიკელ ნაბორ კასტილიოს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ძალებს ებრაელ არტიომ არშანსკისთან მოსინჯავს. საწყის წრეში თავისუფალია პაპინაშვილი, რომელიც 1/16-ფინალში ჩეხ. პაველ პეტრიკოვის პირისპირ დადგება.

რაც შეეხება მარგველაშვილს, ის შეჯიბრს ტაჯიკ უმედ აბდურახიმოვთან პაექრობით გახსნის, ხოლო თუ წარმატებას მიაღწია, ბელგიელ იასპერ ლეფევრს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.21083