ფეხბურთი

20:15 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” აკადემიას ბრაზილიაში გახსნის

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ კლუბის გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებას ეხება. “მარაკანაზე” გამართულ ოფიციალურ პრეზენტაციაზე ცხადი გახდა, რომ კლუბი რიო დე ჟანეიროში აკადემიის გახსნას აპირებს.

“ამ აკადემიაში 8 ათასზე მეტი ბავშვი ისწავლის. ბრაზილიაში ჩვენი კლუბის მილიონობით გულშემატკივარი ცხოვრობს და ბრაზილიური მიმართულებაც ამის გამო ავირჩიეთ. ამ პროექტის მეშვეობით ჩვენ მათთან უფრო დაახლოების შანსი გვექნება” - თქვა “ინტერის” ლეგენდარულმა კაპიტანმა.

ეს პროექტი World Wide Soccer Academy-ის პარტნიორობით ხორციელდება, რომლის მეშვეობითაც ბრაზილიაში უკვე გაიხსნა 27 საფეხბურთო სკოლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116929