ფეხბურთი

19:01 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემი” ჰონდათი დაინტერესდა

იაპონიის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “მილანის” შემტევმა ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ, შესაძლოა იტალიის სერია ა ინგლისის პრემიერლიგაზე გაცვალოს.

Football Italia და ბრიტანული პრესა ირწმუნება, რომ 29 წლის ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას ლონდონის “ვესტ ჰემი” იჩენს.

“მილანის” მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ჰონდას თამაშით იმედგაცრუებული დარჩა. იაპონელმა სერია ა-ს შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და გარდა იმისა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა, თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემაც არ გაუკეთებია.

შედეგად, იტალიელები მისი გაშვების წინააღმდეგი არ უნდა იყვნენ, პრესის ცნობით კი, “ჩაქუჩები” მზად არიან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი (6,9 მილიონი ევრო) გადაიხადონ და საკუთარი შემადგენლობა კეისუკეთი გააძლიერონ.

შეგახსენებთ, რომ ჰონდა “მილანს” 2014 წლის ზამთარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გასულ სეზონში მან სერია ა-ში ჩატარებულ 29 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

0.116804