ფეხბურთი

18:26 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები ელიტ-რაუნდში ბოლო წუთზე გავიდნენ!

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა. ბოლო ტურში ქართველებმა 2:2 ითამაშეს უნგრელებთან, ასევე ფრედ 1:1 დასრულდა ჯგუფის პარალელური შეხვედრა სლოვაკეთსა და რუმინეთს შორის. ქართველებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.

არადა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებამდე საქართველო 1:2-ს აგებდა, ხოლო რუმინეთი სლოვაკეთს უგებდა. წარმოიდგინეთ, საქართველოსთვის მარტო ფრედ თამაში არ კმაროდა, უნდა მოეგო. და ფრედ რომ დაესრულებინათ ქართველებს, მაშინ სლოვაკეთს უნდა გაეთანაბრებინა რუმინეთისთვის.

ყველაფერი საჩვენოდ მოხდა... 82-ე, ანუ დამატებულ წუთებზე თბილისის "ლოკომოტივის" ჭაბუკთა ლიგის გუნდის ფორვარდმა გიორგი ოზბეთელაშვილმა გაათანაბრა და 2:2 მორჩა, სლოვაკებმაც შეაგდეს და იქ 1:1 დასრულდა. იღბალიც ამას ჰქვია...

საქართველო-უნგრეთი 2:2

გოლები: 1:0 ქავთარაძე (21), 1;1 ტიმარი (22), 1:2 ვირადი (44), 2:2 ოზბეთელაშვილი (80+3)

სლოვაკეთი-რუმინეთი 1:1

გოლები: 0:1 კრაიუ (10) 1:1 ალმასი (80+3)

1. სლოვაკეთი 3 1 2 0 6:5 5
2. საქართველო 3 1 1 1 8:6 4
3. რუმინეთი 3 1 1 1 3:5 4
4. უნგრეთი 3 0 2 1 4:5 2
0.118941