იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ “ბოლონიაში” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დელიო როსი ჩაანაცვლა. ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ავრცელებს.
“ბოლონიას” ხელმძღვანელობამ მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე სეზონში გუნდმა 10 მატჩში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფება.
დონადონი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა “პარმას”, რომელიც ბაკროტად გამოცხადდა და საბოლოოდ გუნდი სერია D-ში დააქვეითეს.