გერმანიის ეროვნული ნაკრების და “ვოლფსბურგის” თავდამსხმელი მაქს კრუზე ათი დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის.
“ბილდის” ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გუნდის მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს. კრუზე “მგლებს” ბუნდესლიგაში “ბაიერის”, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში მაქსმა საკლუბო დონეზე 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. კრუზემ გერმანიის ნაკრებში ბოლო ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ 14 წუთი ითამაშა, “ჯვაროსნებს” გოლი გაუტანა და ბუნდესნაკრებს გაამარჯვებინა (2:1).