სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ესპანელმა გარბინე მუგურუზამ, ანგელიკა კერბერი 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
მუგურუზა თავის ჩვეულ აგრესიულ ჩოგბურთს თამაშობდა, რამაც შედეგი გამოიღო. ესპანელმა თავისი აქტიური თამაშით 38 გათამაშება მოიგო, გერმანელმა – 20. მუგურუზამ 26 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ანგელიკამ - 21.
თეთრ ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრები 30 ოქტომბერს გაიმართება. მუგურუზა – კვიტოვას შეხვდება, კერბერი – საფაროვას.
წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
თეთრი ჯგუფი
1. | გარბინე მუგურუზა | 2 | 2 | 0 | 4:0 | 2 |
|
2. | ანგელიკა კერბერი | 2 | 1 | 1 | 2:2 | 1 |
|
3. | პეტრა კვიტოვა | 2 | 1 | 1 | 2:2 | 1 |
|
4. | ლუსი საფაროვა | 2 | 0 | 2 | 0:4 | 0 |
|