“ლევანტეს” ახალი მთავარი მწვრთნელი ხოან ფრანცესკ ფერერ სიცილია, იგივე რუბი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ვალენსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
45 წლის სპეციალისტმა “ბაყაყებთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის გასულ სეზონში “ვალიადოლიდს” წვრთნიდა.
“ლევანტე” კვირას განცდილი მარცხის შემდეგ ბოლო ადგილამდე დაქვეითდა, რაც ლუკას ალკარაზს არ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს. რუბის კი რთული დებიუტი ელის, მისი ახალი გუნდი შაბათს “მესტალიაზე” გასამართ ვალენსიურ დერბიში “ვალენსიას” დაუპირისპირდება.