“ჩიხურამ” საქართველო დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. საჩხერელებმა ივანწმინდაში “საპოვნელას” უმასპინძლეს. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე სოსო ფრუიძის გუნდი გავიდა. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება “ჩიხურამ” მოიგო (2:0).
საქართველოს 2015/16 წლების სეზონის თასის მეოთხედფინალისტები “ჩიხურას” გარდა “სამტრედია”, “შუქურა”, “ზუგდიდი”, თბილისის “დინამო”, “სიონი”, “ტორპედო” და “ვიტ ჯორჯია” არიან.