ფეხბურთი

11:26 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას საქმეს ბრიტანული ბიუროც გამოიძიებს

ფიფასთან დაკავშირებით აგორებული კორუფციული სკანდალის გამოძიების საქმეში, განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი ბრიტანეთის ბიუროც ჩაერთო.

ბიუროს დირექტორმა დევიდ გრინმა განაცხადა, რომ მის ორგანოს სათანადო უფლებამოსილება არ აქვს, რათა ფიფაში არსებული კორუფციული საკითხები სრულად განიხილოს, თუმცა: “ჩვენ გავაგრძელებთ ფიფას საქმიანობის შესწავლას ამ ორგანიზაციის ფარგლებში ფულის გათეთრების კუთხით” – აღნიშნავს გრინი.

ფულის გათეთრების საკითხი უწინარესად 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლების - შესაბამისად რუსეთისა და ყატარის შერჩევას ეხება. ვარაუდობენ, რომ ავსტრალიამ, რომელიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო, განაცხადის წარმდგენების ხელით ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, კონკრეტულად ტრინიდადელ ჯეკ უორნერს 270 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა და ეს გადარიცხვა ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით განხორციელდა.

“ამჟამად დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ფულმა ლონდონი გაიარა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გადახდის გზა სიდნეიდან იწყება და როგორც ჩანს, ტრინიდადში მთავრდება. დიახ, აქ შესაძლოა ფულის გათეთრებასთან გვქონდეს საქმე. უმნიშვნელოვანესია იმის გარკვევა, გაიარა თუ არა ამ ფულმა ლონდონში. არის რაღაც საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით გაურკვეველია და ჩვენ მტკიცებულებების ძიებას განვაგრძობთ” - ამბობს გრინი.

თეგებიფიფა
0.125382