ფეხბურთი

3:08 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" დროებით გალიდერდა

4 თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა მილანის “ინტერმა” და ერთი დღით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. “ნერაძურის” “რენატო დალ არაზე” ადგილობრივი “ბოლონიის” დასამარცხებლად არგენტინელი მაურო იკარდის ერთი გოლიც ეყო, რომელიც 67-ე წუთზე გავიდა. ამ ეპიზოდში ემილიელთა დაცვის ხაზი ჩავარდა და იკარდისაც ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა არ გასჭირვებია. უნდა ითქვას, რომ რობერტო მანჩინის გუნდი ამ გოლს იმსახურებდა.

მოკლედ, ხვალამდე “ინტერი” ლიდერია და ახლა მეტოქეების თამაშებს დაელოდება.

“ბოლონია” – “ინტერი” 0:1 (0:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 18 000

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; ფერარი, როსეტინი, გასტალდელო, მაზინა; ტაიდერი, დიავარა, რიცო (დესტრო 81); ჯაკერინი (ბრიენცა 71), მანკოსუ (ფალკო 81), მუნირი

მწვრთნელი: დელიო როსი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; სანტონი, რანოკია, მირანდა, ჟუან ჟესუსი; კონდოგბია, ფელიპე მელო; ლიაიჩი (პალასიო 88), ბროჟოვიჩი, პერიშიჩი (გუარინი 74); იკარდი (ბიაბიანი 82)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 იკარდი (67)

გაფრთხილება: როსეტინი (87) - კონდგობია (39), ფელიპე მელო (54, 61)

გაძევება: ფელიპე მელო (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (3) – 9 (6) ბურთის ფლობა: 47%53% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

თეგებისერია A
0.127411