დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გიორგი არაბიძის თამაში დადებითად შეაფასა. ამის შესახებ რუმინელმა “ტერნოპოლთან” (4:0) გამართულ მატჩის შემდომ პრესკონფერენციაზე თქვა.
“ვფიქრობ, თასის ამ ეტაპზე ორრაუნდიანი თამაშები არ უნდა იმართებოდეს და ამ ვადების გამოყენება სხვა რაღაცებისთვისაც შეიძლება. აქ ყველაფერი პირველი თამაშის შემდეგ იყო გარკვეული.
მატვიენკო, კორობენკო, კოვალენკო, ბოიარჩუკი, არაბიძე – ამათგან ყველამ კარგად ითამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა პირველ რიგში მთავარ გუნდთან შეთამაშება და სათამაშო სტილთან მორგება უნდა შეძლონ”, - თქვა ლუჩესკუმ.
შეგახსენებთ, გიორგი არაბიძემ უკრაინის თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში “ტერნოპოლთან” მინდორზე 90 წუთი გაატარა.