ფეხბურთი

16:07 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას “აპოელი” დაფრინავს

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “აპოელმა” საოცარი გამარჯვება მოიპოვა. კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერმა მე-8 ტურის მატჩში გასვლაზე “ნეა სალამისს” ცხრა (!!!) უპასუხო გოლი გაუტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის შეგირდებმა პირველი ნახევარში ოთხი გოლი გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში შედეგი გააუმჯობესეს და საბოლოოდ 9:0 მოიგეს. დუბლით გამოირჩნენ ფერნანდო კავენაგი და დე ვინსენტი, ეფრემმა, სტილიჩმა, ოლივეირამ და პიატკოვსკიმ თითო გაიტანეს, ხოლო ერთი ბურთი მასპინძელთა მცველმა ჩაჭრა საკუთარ კარში.

“აპოელი” კვიპროსის ჩემპიონატში დაფრინავს. კლუბმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, რომელშიც 25 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვია. ქართველი სპეციალისტის კლუბი 22 ქულით პირველ ადგილზეა და “აეკ ლარნაკას” 3 ქულით უსწრებს.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-12 ტურში გიორგი მაკარიძის “ფეირენსე” გასვლაზე “ბენფიკა ბ”-ს დაუირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა. მის გუნდს 3 მოგება აქვს, 8 ფრე და 1 მარცხი, 17 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება და მე-2 ადგილოსან “პორტიმონენსეს” 6 ქულით ჩამორჩება.

უზბეკეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში კახა მახარაძის “ფახთაქორმა” შინ სამარყანდის “დინამო” მიიღო და 6:0 გაანადგურა. მასპინძელთაგან დუბლით გამოირჩა ქართველი ნახევარმცველი კახა მახარაძე, რომელმაც გოლების გატანა 29-ე და 48-ე წუთებზე მოახერხა. 28 წლის ქართველი 79-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი 66 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა უახლოეს მდევარს ტაშკენტის “ლოკომოტივს” მხოლოდ ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურიღაა დარჩენილი.

0.111864