ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში პარი სენ ჟერმენმა 29-27 დაამარცხა ჯგუფის ლიდერი, უნგრეთის ვესპრემი და თავად დაწინაურდა.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა პრინციპულია, რადგანაც პირდაპირ მეოთხედფინალის საგზურს იძლევა. პარიზელებში საუკეთესო იყო დანიელი სუპერვარსკვლავი მიქელ ჰანსენი 11 გოლით, 7 კი ლუკ აბალომ დაამატა, ვესპრემში ყველაზე მეტი ისლანდიელმა აარონ პალმარსონმა გაიტანა.
B ჯგუფში ასევე 10 ქულით ლიდერობს სკოპიეს ვარდარი, ვინც შინ 34-24 გაანადგურა შარშანდელი ნახევარფინალისტი, პოლონეთის კელცე. კაცთა ჯგუფურ ტურნირში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული შესვენებაა. თამაშები 11 ნოემბერს განახლდება.
ქალთა შეჯიბრების მეორე რაუნდში 2013 და 2014 წლების ჩემპიონი, უნგრეთის დიორი შინ დამარცხდა დანიის მიდტიულანდთან - 21-27. დანიელებმა 6-10 წააგეს პირველი ტაიმი, მაგრამ მეორის საწყის 20 წუთში 12-2 გაქცევა მოახერხეს. 2015 წლის ჩემპიონმა, მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა 31-23 მოუგო პოლონეთის ლიუბლინს.
კაცები. მე-6 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2015-10-25-rewind-episode-06
ქალები. 2 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2015-10-25-rewind-women-episode-02
ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტური. 21-25 ოქტომბერი
A ჯგუფი
პსჟ (საფ, 10 ქულა) - ვესპრემი (უნგ, 9) 29-27
ჰანსენი 11, აბალო 7 - პალმარსონი 7, ილიჩი 6
კილი (გერ, 8) - ცელიე (სლნ, 2) 35-32
დუვნიაკი 8, კანელასი 6 - იანცი 7, ბაბარსკასი 5
ბეშიქთაში (თურ, 2) - ზაგრები (ხორ, 6) 32-30
ვისლა პლოცკი (პოლ, 3) - ფლენზბურგი (გერ, 8) 30-34
ტარაბოკია 5 - ლაუგე 9, ეგერტი, გლანდორფი 8
B ჯგუფი
კრისტიანსტადი (შვდ, 4) - რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ, 7) 32-29
ჯამალი 8 - შმიდი 7, ეკდალი 6
პიკ სეგედი (უნგ, 6) - მონპელიე (საფ, 4) 28-27
ბომბაჩი 8, ბალოგი 6 - დოლენეცი 6, გაიჩი 5
ვარდარ სკოპიე (მკდ, 10) - კელცე (პოლ, 6) 34-24
დიბიროვი 8, გორბოკი 8 - აგინაგალდე 6
ბარსელონა (ესპ, 9) - კოლდინგი (დან, 2) 28-25
ლაზაროვი 10, იხა 7 - ლ. ანდერსონი 8, სპელერბერგი 7
A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში
C ჯგუფი
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 4) - ტატრან პრეშოვი (სლკ, 2) 29-28
მეშკოვ-ბრესტი (ბლრ, 8) - პორტუ (პორ, 8) 34-27
ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ, 10) - ვოივოდინა (სრბ, 4) 31-22
D ჯგუფი
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 8) - ელვერუმი (ნორ, 3) 33-30
სკიერნი (დან, 8) - შაფჰაუზენი (შვც, 5) 25-29
მეტალურგ სკოპიე (მკდ, 4) - ბაია მარე (რუმ, 8) 21-23
C და D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში
მეშვიდე ტური: 11-15 ნოემბერი
--
ჩემპიონთა ლიგა 2015-16. ქალები. ჯგუფური ეტაპის 2 ტური. 23-25 ოქტომბერი
A ჯგუფი
ბაია მარე (რუმ, 2 ქულა) - ლარვიკი (ნორ 2) 29-31
პინო 8 - ნ. მორკი, თ. მორკი 9
როსტოვი (რუს, 4) - კრიმ მერკატორი (სლნ, 0) 35-25
B ჯგუფი
ფლური ლუარე (საფ, 2) - ფერენცვაროში (უნგ, 3) 28-28
კაბრალი 11 - პენია 5
პოდრავკა (ხორ, 0) - ტიურინგერი (გერ, 3) - 21-27
C ჯგუფი
ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 0) - ვარდარ სკოპიე (მკდ, 2) 25-38
დიორი (უნგ, 2) - მიდტიულანდი (დან, 4) 21-26
გორბიცი 5 - ბურგარდი 8
D ჯგუფი
ლიუბლინი (პოლ, 0) - ბუდუჩნოსტი (მნტ, 4) 23-31
ნედვეძი 8 - ნიაგუ 9, კ. ბულატოვიჩი 5
სევეჰოფი (შვდ, 0) - ბუქარესტი (რუმ, 4) 17-28
მელგარდი 4 - იორგენსენი 7, გულდენი 5
მეორე ტური: 30 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი