ფეხბურთი

10:38 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” და “ნაპოლი” გაჩერებას არ აპირებენ, “იუვეს” ტრადიცია აქვს დასარღვევი

“რომა” გალიდერდა და ახლა სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩენა ექნება განზრახული. დედაქალაქელები შინ “უდინეზეს” მიიღებენ და სამი ქულის მოპოვებას გეგმავენ. რუდი გარსიას შეგირდები ბოლო დროს მართლაც ჩინებულ ფორმაში არიან და მიჯრით ოთხი თამაში აქვთ მოგებული. ბოლოს მათ ფლორენციაში, “ფიორენტინას” აჯობეს და სწორედ მის ნაცვლად გალიდერდნენ. წესით, “მგლებისთვის” უდინური კლუბი დიდი დაბრკოლება არ უნდა გამოდგეს.

“რომასი” არ იყოს ჩინებულად თამაშობს “ნაპოლი” და მასაც 4 თამაში ზედიზედ აქვს მოგებული. ნეაპოლიტანელები ამჯერად სახლში ითამაშებენ და სიცილიურ “პალერმოსთან” სასიამოვნო სერიის გაგრძელებას ეცდებიან. მაურიციო სარის გუნდი ყველა ტურნირის გათვალისწინებით უკვე 8 მატჩია არ დამარცხებულა – 7 მოგება, 1 ფრე.

X ტური კი დღეს ბოლონიაში დაიწყება. “რენატო დალ არაზე” გასავარდნ ზონაში მყოფი ადგილობრივი კლუბი მილანის “ინტერს” დაუხვდება. ლომბარდიელებს უკვე 4 ტურია არ მოუგიათ, ბოლო სამი მატჩი კი ფრედ დაასრულეს. შესაბამისად, ამბიციურ “ნერაძურის” ემილიაში ფეხის დაცდენისთვის არ უნდა ეცალოს. თანაც, “ინტერი” ლიდერ “რომასთან” ერთ ნაბიჯშია და მხოლოდ 2 ქულა აშორებს.

მეორე მილანური გრანდი “მილანი” “სასუოლოს” დამარცხების მერე ზედიზედ მეორე საშინაო გამარჯვებას ვერონას “კიევოსთან” მატჩში ეცდება. კვლავაც ძირითადში ელიან “როსონერის” 16 წლის კიპერ ჯანლუიჯი დონარუმას, რომელსაც დებიუტი გასულ უქმეებზე ჰქონდა. სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდებს “სასუოლოს” ძლევა გაუძნელდათ მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები იმ შეხვედრაში მთელი ერთი საათი რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ. ამ თამაშის გმირი ლუის ადრიანო ხვალ ისევ თადარიგში იქნება.

ტურინის “იუვენტუსს” მიმდინარე სეზონში მიჯრით ორი თამაში არ მოუგია და მისთვის უცნაური და უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას რეჯიო ემილიაში, “სასუოლოსთან” ეცდება. მასიმილიანო ალეგრის ბიჭები ერთპიროვნულ ლიდერ “რომას” 8 ქულით ჩამორჩებიან და ქულების განიავების დრო აღარ აქვთ.

ლიდერთა შორის მყოფნი “ფიორენტინა” და “ლაციო” ამ ტურში სტუმრად ითამაშებენ. ფლორენციელები “ვერონას” ეწვევიან, ხოლო რომაელებს ბერგამოში “ატალანტა” ელოდებათ.

“ბოლონია” – “ინტერი”

27 ოქტომბერი, 23:45 საათი

ბოლონია, “დალ არა”

“ბოლონია” (4-3-2-1): მირანტე; მბიაიე, ოიკონომუ, გასტალდელო, მაზინა; დონსა, დიავარა, რიცო; მუნირი, ჯაკერინი; დესტრო

მწვრთნელი: დელიო როსი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მირანდა, მედელი, ჟუან ჟესუსი; კონდოგბია, ფელიპე მელო; ბიაბიანი, იოვეტიჩი, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ატალანტა” – “ლაციო”

28 ოქტომბერი, 23:45 საათი

ბერგამო, “ატლეტი აძური”

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, სტენდარდო, პალეტა, დრამე; კარმონა, დე რუნი, ჩიგარინი; მორალესი, პინილია, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, ლულიჩი; კატალდი, ბილია; კანდრევა, მაური, ანდერსონი; მატრი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ფროზინონე” – “კარპი”

28 ოქტომბერი, 23:45 საათი

ფროზინონე

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, დიაკიტე, ბლანჩარდი, კრიველო; პაგანინი, სამარკო, ჩისბა, სოდიმო; დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“კარპი” (3-5-2): ბელეცი; ძაკარდო, სპოლი, რომანიოლი; ლეტიცია, კოფიე, მარონე, ლაძარი, გაბრიელ სილვა; მატოსი, ბორიელო

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო

მსაჯი: ანტონიო დამატო

“მილანი” – “კიევო”

28 ოქტომბერი, 23:45 საათი

მილანი, “სან სირო”

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; დე შილიო, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; დე იონგი, მონტოლივო, ბერტოლაჩი; ჩერჩი, ბაკა, ბონავენტურა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რიგონი, პინცი; ბირსა; მეჯორინი, პელისიერი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ნაპოლი” – “პალერმო”

28 ოქტომბერი, 23:45 საათი

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, ალბიოლი, ჩირიკეში, გულამი; ლოპესი, ვალდიფიორი, ჰამშიკი; გაბიადინი, იგუაინი, მერტენსი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი, რიგონი, მარესკა, ქუაისონი, დაპრელა; ვასკესი, ჯილარდინო

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“რომა” – “უდინეზე”

28 ოქტომბერი, 23:45 საათი

რომი, “ოლიმპიკო”

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ვანკუერი, პიანიჩი, ნაინგოლანი; იაგო ფალკე, ჯეკო, ჟერვინიო

მწვრთნელი: რუდი გარსია

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, ლოდი, მარკინიო, ალი ადნანი; ტერო, დი ნატალე

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

მსაჯი: კარმინე რუსო

“სასუოლო” – “იუვენტუსი”

28 ოქტომბერი, 23:45 საათი

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

“სასუოლო” (4-3-3): პეგოლო; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, დეფრელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; სტურარო, მარკიზიო, პოგბა; კუადრადო, მორატა, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ტორინო” – “ჯენოა”

28 ოქტომბერი, 23:45 საათი

ტურინი, “ოლიმპიკო”

“ტორინო (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა, ბენასი, ვივესი, ბაზელი, მოლინარო; კვალიარელა, მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, დე მაიო; რინკონი, ტინო კოსტა, დზემაილი, ლაქსალტი; კაპელი, პავოლეტი, პეროტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: დანიელე კიფი

“ვერონა” – “ფიორენტინა”

28 ოქტომბერი, 23:45 საათი

ვერონა, “ბენტეგოდი”

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მარკესი, მორასი; სუპრაიენი, სალა, მატუზალემი, ჰალფრედსონი; სილიგარდი, პაცინი, გომესი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი; ბლაშჩიკოვსკი, ბადეი, სუარესი, ალონსო; მატი ფერნანდესი, როსი; ბაბაკარი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: პაოლო ვალერი

“სამპდორია” – “ემპოლი”

29 ოქტომბერი, 23:45 საათი

გენუა, “მარასი”

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, ძუკანოვიჩი, რეჯინი; ივანი, ფერნანდო, სორიანო; კარბონერო, მურიელი, ედერი

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, დიუსე, პარედესი; საპონარა; პუჩიარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138708