სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე, თეთრ ჯგუფში ორი შეხვედრა გაიმართა. ესპანელმა გარბინე მუგურუზამ ჩეხი ლუსი საფაროვა 6:3, 7:6 დაამარცხა, ხოლო გერმანელმა ანგელიკა კერბერმა ჩეხ პეტრა კვიტოვას 6:2, 7:6 მოუგო.
მუგურუზა საფაროვას შეხვედრამ თითქმის 2 საათს გასტანა. ესპანელმა 10 ეისი ჩააწოდა და 3 ბრეიკი შეასრულა, საფაროვას 6 ეისი ჰქონდა.
კერბერს კვიტოვას დასამარცხებლად საათი და 47 წუთი დასჭირდა. გერმანელმა 4 ეისი ჩააწოდა და 5 ბრეიკი შეასრულა, კვიტოვას 5 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
თეთრი ჯგუფი
| |||||||
1. | ანგელიკა კერბერი | 1 | 1 | 0 | 2:0 | 1 |
|
2. | გარბინე მუგურუზა | 1 | 1 | 0 | 2:0 | 1 |
|
3. | ლუსი საფაროვა | 1 | 0 | 1 | 0:2 | 0 |
|
4. | პეტრა კვიტოვა | 1 | 0 | 1 | 0:2 | 0 |