ფეხბურთი

16:00 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” პერეირა სამი კვირა დააკლდება

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ნახევარმცველი რობერტო პერეირა ტრავმირებულია. როგორც “იუვეს” ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს უქმობა მომდევნო 20 დღე მოუწევს. პერეირამ ტრავმა კვირას, ბერგამოს “ატალანტასთან” მატჩისწინა გასახურებელ ვარჯიშზე მიიღო. რობერტოს დაბრუნებას ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდგომ ვარაუდობენ.

მიმდინარე სეზონში პერეირამ 5-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია, ხოლო გასულ წელს მან ტურინელთა რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.112972