ფეხბურთი

4:30 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" გალიდერდა

“რომამ” ფლორენციაში მოიგო და ერთპიროვნულად გალიდერდა. რუდი გარსიას გუნდმა “ფიორენტინა” მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა. ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გაიხსნა, როცა მოჰამედ სალაჰმა ყოფილ გუნდს გაუტანა, თუმცა არ აღნიშნა. მატჩის მიწურულს ეგვიპტელი ნერვებს აყვა და ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. მერე ჟერვინიომ ორამდე გაზარდა სხვაობა და ნათელი გახდა, რომ “რომა” მოიგებდა. მართალია, ბოლო წუთზე ხუმა ბაბაკარმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ პაულო სოუზას გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო და მესამე ადგილამდე დაქვეითდა.

როგორც იქნა მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა “იუვენტუსმა”. ტურინელებმა შინ ბერგამოს “ატალანტას” აუღელვებლად მოუგეს. პაულო დიბალამ პირველ ტაიმში გაიტანა, მარიო მანჯუკიჩმა მოერეში და “იუვემაც” მოიგო. თამაშის ბოლოს პოლ პგბას მესამეს გატანაც შეეძლო, მაგრამ პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

ისევ მოიგო “ნაპოლიმ” და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ნეაპოლელებმა სტუმრად ვერონაში “კიევო” 1:0 დაამარცხეს. მაურიციო სარის გუნდს სამი ქულა გონსალო იგუანის გოლმა მოუტანა.

რომში, “ლაციომ” “ტორინოს” 3:0 მოუგო და ოთხეულში დამკვიდრდა. რომაელების მხრიდან დუბლით გამოირჩა ბრაზილიელი ფელიპე ანდერსონი, რომელსაც ბოლო დროს ინერტული თამაშის გამო აკრიტიკებდნენ.

“სამპდორია” – “ვერონა” 4:1 (3:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; კასანი, სილვესტრე, რეჯინი, ძუკანოვიჩი; ფერნანდო, ბარეტო (ივანი 75), სორიანო; კარბონერო; ედერი (კორეა 71), მურიელი (ბონაცოლი 62)

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

“ვერონა” (3-5-2): რაფაელი; მარკესი, ჰელანდერი (იონიტა 46), მორასი; სალა, ჰალფრედსონი (მატუზალემი 58), გრეკო, სუპრაიენი, პიზანო (სილიგარდი 46); პაცინი, გომესი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლები: 1:0 მურიელი (11), 2:0 ძუკანოვიჩი (28), 3:0 სორიანო (45), 4:0 ედერი (54), 4:1 იონიტა (75)

გაფრთხილება: კასანი (59), ფერნანდო (70) – გომესი (39), სალა (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 9 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მასიმიალიანო ირატი

“მილანი” – “სასუოლო” 2:1 (1:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 37 568

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, რომანიოლი, ალექსი, ანტონელი; პოლი (ლუის ადრიანო 60), მონტოლივო, კუჩკა (ბერტოლაჩი 70); ჩერჩი (ჰონდა 90), ბაკა, ბონავენტურა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, ლარიბი (სანსონე 71); ბერარდი (ტერანოვა 77), ფლორო ფლორესი (პეგოლო 31), დეფრელი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 ბაკა (31, პენ), 1:1 ბერარდი (53), 2:1 ლუის ადრიანო (86)

გაფრთხილება: აბატე (33) – ბერარდი (31), კანავარო (71), მისიროლი (87)

გაძევება: კონსილი (29)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 3 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“იუვენტუსი” – “ატალანტა” 2:0 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38 000

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; პადოინი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; ხედირა (სტურარო 89), მარკიზიო, პოგბა; პერეირა (ასამოა 37); დიბალა, მანჯუკიჩი (მორატა 77)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; ბელინი (მაზიელო 46), პალეტა, ტოლოი, დრამე; დე რუნი (მილიაჩო 73), კურტიჩი, გრასი; დ’ალესანდრო, მორალესი (გომესი 52), პინილია

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლები: 1:0 დიბალა (), 2:0 მანჯუკიჩი

გაფრთხილება: მარკიზიო (51), დიბალა (62) – დე რუნი (25), გრასი (54), ტოლოი (57, 74)

გაძევება: ტოლოი (74)

გამოუყენებელი პენალტი: პოგბა (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (10) – 5 (0) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მარკო დი ბელო

“უდინეზე” – “ფროზინონე” 1:0 (1:0)

უდინე, “ფრიული”

მაყურებელი: 10 000

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ედენილსონი, ფერნადესი (მარკინიო 67), ლოდი, ბადუ, ალი ადნანი (ვიდმერი 70); ტერო, დი ნატალე (აგირე 78)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; კრიველო, რუსო, დიაკიტე, მ. ჩიოფანი; გორი (სოდიმო 62), ფრარა (დ. ჩიოფანი 88), ტონევი (დიონისი 79), სამარკო; კარლინი, კასტილიო

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლი: 1:0 ლოდი (20)

გაფრთხილება: ალი ადნანი (12), ფელიპე (26), ვაგუე (73), ლოდი (86) – გორი (15), კასტილიო (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 9 (9) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ფიორენტინა” – “რომა” 1:2 (0:2)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 29 000

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; როდრიგესი (ბაბაკარი 82), ასტორი, რონკალია; ბლაშჩიკოვსკი (როსი 61), ბადეი (მატი ფერნანდესი 61), ვესინო, ბერნარდესკი; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; პიანიჩი (ტოროსიდისი 79), დე როსი (ვანკუერი 37), ნაინგოლანი; სალაჰი, ჯეკო, ჟერვინიო (გიომბერი 89)

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 0:1 სალაჰი (6), 0:2 ჟერვინიო (34), 1:2 ბაბაკარი (90)

გაფრთხილება: რონკალია (53), ბერნარდესკი (70) – ჯეკო (18), ფლორენცი (26), დე როსი (35), შჩესნი (84), სალაჰი (88, 88)

გაძევება: სალაჰი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (4) – 5 (3) ბურთის ფლობა: 72%-38% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ლაციო” – “ტორინო” 3:0 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 33 000

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, ჯენტილეტი, მაურისიო, ლულიჩი; ბილია, ონაზი (მორისონი 90); კანდრევა (კიშნა 75), მილინკოვიჩ-სავიჩი, ანდერსონი; კლოზე (მატრი 79)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა (ბენასი 61), ვივესი (პრჩიჩი 72), ბაზელი, მოლინარო; კვალიარელა, ბელოტი (მაქსი ლოპესი 61)

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

გოლები: 1:0 ლულიჩი (40), ანდერსონი (70), ანდერსონი (90)

გაფრთხილება: მაურისიო (30), კლოზე (60) – მორეტი (33), ვივესი (39), ბენასი (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 6 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 0:7 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“კიევო” – “ნაპოლი” 0:1 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 11 000

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; კაჩიატორე, გამბერინი, ცეზარი, გობი; რიგონი, პინცი (ბირსა 64), კასტრო, პეპე (პელისიერი 72); პალოსკი (ინგლეზე 82), მეჯორინი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (დავიდ ლოპესი 77); კალეხონი, იგუაინი (გაბიადინი 83), ინსინიე (მერტენსი 70)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 0:1 იგუაინი (59)

გაფრთხილება: მეჯორინი (54) – კულიბალი (46), მერტენსი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 15 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: დავიდე მასა

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.244248