კალათბურთი

21:48 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითა” ესტონეთში დამარცხდა

“ვთბ-ლიგაში” მოასპარეზე თბილისის “ვითა” ესტონეთში “კალევთან” 85:75 დამარცხდა. ლიგაში ჩატარებულ სხვა მატჩებთან შედარებით თბილისურ კლუბი გამარჯვების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა.

“ვითა” დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა, რაც თბილისურ კლუბს “ვთბ-ლიგაში” მსგავსი რამ არ გაუკეთებია. ბოლო წუთებში ცოტა გამართლება და ვითა პირველ ისტორიულ გამარჯვებას იზეიმებდა. მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა “ვითას” უკრაინელმა ლეგიონერმა ალექსანდრ ლიპოვმა ჩააგდო.

“ვითამ” იმრძოლა, მაგრამ გამოცდილება დააკლდა. ის გამოცდილება რაც “კალევის” გუნდს “ვთბ-ლიგში” წლების განმავლობაში აქვს დაგროვებული. ფაქტია “ვითა” პროგრესირებს და გუნდი მატჩიდან მატჩამდე უმატებს.

“ვთბ-ლიგაში” “ვითა” მეექვსე შეხვედრას 1 ნოემბერს თბილისში “ლოკომოტივ ყუბანის” წინააღმდეგ გამართავს.

“კალევი” – “ვითა” 85:75 (20:15, 17:25, 21:15, 27:20)

“კალევი”: ქილინგსვორსი (19 ქ.), ფრეიმანისი (20 ქ.), სოკი (15 ქ.), ბუნე (13 ქ. 11 მ.), ვეიდემანი (8 ქ.), დორბეკი (5 ქ.), არბეტი (3 ქ.)

“ვითა”: ლიპოვი (22 ქ. 4 მ. 2 პ.), თარნერი (14 ქ.), კარტერი (13 ქ. 6 მ.), ანიკიენკო (9 ქ. 8 მ. 2 პ.), ჰენრი (7 ქ. 9 პ. 5 მ.), ჩლაიძე (6 ქ.), ბოქოლიშვილი (4 ქ.), შენგელია (7 მ.)

0.122897