მილანის “ინტერმა” სეზონის სტარტზე მიჯრით ხუთი თამაში მოიგო და მაშინვე ბევრმა ჩემპიონობის მთავარ კანდიდატად შერაცხა, თუმცა ვინც ასე ფიქრობდა, ალბათ ცდებოდა. ყოველშემთხვევაში, “ნერაძურის აგერ უკვე ოთხი ტურია არ მოუგია. რობერტო მანჩინი უსიამოვნო სერიის შეწყვეტას “პალერმოსთან” ისურვებდა, მაგრამ სიცილიაზე მოგება რომ ადვილი არაა, კარგა ხანია ცნობილი ამბავია. “რენცო ბარბერაზე” გამართულ მატჩში “ინტერნაციონალე” უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შინ მხოლოდ ქულა წაიღო. არადა, ივან პერიშიჩმა მე-60 წუთზე დააწინაურა კიდეც მილანელები, მაგრამ ცოტა ხანში ვეტერანმა ალბერტო ჯილარდინომ შავ-ლურჯების ოცნებებს ციცი შხაპი გადაავლო. ბოლოსკენ კი “ინტერს” ჯეისონ მურილო გაუძევეს და ნათელი იყო, რომ ვეღარ მოიგებდნენ.
როგორც იქნა ბოლო ადგილს თავი დააღწია “ბოლონიამ”. ემილიელებმა მოდენაში, “კარპის” აჯობეს და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალეს. ისე კი, დასაწყისი მასპინძლებს ცუდს არაფერს უქადდა. პირიქით, პირველი 45 წუთი მოიგეს კიდეც, მაგრამ დანიელე გასტალდელომ მეორე ნახევრის დასაწყისშივე გაქვითა ლეტიციას გატანილი გოლი. მატჩის ბოლო წუთზე კი დელიო როსის გუნდმა მეორეც გაიტანა და მოიგო. აღსანიშნავია, რომ “კარპი” 38-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა.
ტურის პირველ მატჩში კი ლევან მჭედლიძის გარეშე მოიგო “ემპოლიმ”, რომელმაც” შინ “ჯენოა” თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია და განაცხადში მაგიტომაც არ იმყოფებოდა.
“ემპოლი” – “ჯენოა” 2:0 (1:0)
ემპოლი, “კასტელანი”
მაყურებელი: 8 500
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; პარედესი (ბუჩელი 68), დიუსე (მაიელო 51), ზიელინსკი; კრუნიჩი; პუჩიარელი (ლივაია 81), მაკარონე
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, მუნიოსი (სისოხო 63), მარკეზე; რინკონი, ტინო კოსტა, ნტჩამი, ლაქსალტი; გაკპე, პავოლეტი (კაპელი 68), პეროტი (ლაზოვიჩი 56)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 1:0 კრუნიჩი (44), 2:0 ზიელინსკი (57)
გაფრთხილება: ტონელი (35), ზიელინსკი (64), ლივაია (84) – მარკეზე (29), მუნიოსი (34), გაკპე (52)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 9 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 0:5
მსაჯი: დომენიკო ჩელი
“კარპი” – “ბოლონია” 1:2 (1:0)
მოდენა, “ალბერტო ბრალია”
მაყურებელი: 10 000
“კარპი” (3-5-2): ბელეჩი; ძაკარდო, სპოლი, რომანიოლი; ლეტიცია, მარონე (ბიანკო 76), კოფიე, ლოლო, გაბრიელ სილვა; მატოსი (ლასანია 81), ბორიელო (გალიოლო 57)
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო
“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; ოიკონომუ, გასტალდელო, დიავარა, კრაფტი (მბიაიე 41); რიცო (ფალკო 90), დონსა, მაზინა; ჯაკერინი, დესტრო, მუნირი (ბრიენცა 56)
მწვრთნელი: დელიო როსი
გოლები: 1:0 ლეტიცია (24), 1:1 გასტალდელო (47), 1:2 მაზინა (90)
გაფრთხილება: ბელეჩი (4), ლოლო (7, 38), სპოლი (90) – მუნირი (40), მბიაიე (45)
გაძევება: ლოლო (38)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 11 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“პალერმო” – “ინტერი” 1:1 (0:0)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 17 000
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ანდელკოვიჩი, გონსალესი, სტრუნა; რისპოლი, ჰილიერმაკი (ქუაისონი 64), მარესკა, რიგონი (ჩოჩევი 90), ლაზაარი (დაპრელა 81); ვასკესი, ჯილარდინო
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, მურილო, მირანდა, ალექს ტელეში; კონდოგბია (ბიაბიანი 55), მედელი, გუარინი; პერიშიჩი; იკარდი (ლიაიჩი 78), იოვეტიჩი (რანოკია 85)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 0:1 პერიშიჩი (60), 1:1 ჯილარდინო (66)
გაფრთხილება: ვასკესი (38), მარესკა (49), ჯილარდინო (85) – მურილო (27, 79), კონდოგბია (31)
გაძევება: მურილო (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 13 (7) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:10 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: დანიელე დოვერი