ფლორენციაში ტურის მატჩია, “ფიორენტინა” “რომას” დაუხვდება და სერია A-ს ლიდერი გაირკვევა. ამ დროისთვის “იები” პირველ ადგილზე არიან ხვალინდელ მეტოქეს ქულით უსწრებენ. პაულო სოუზას გუნდი ჩემპიონატში ჩინებულად თამაშობს და 16 წლის შემდეგ ყველა გუნდს ზემოდან დაჰყურებს. სამაგიეროდ, არასტაბილურია ევროპა ლიგაზე, სადაც “ვიოლას” სამ მატჩში ორი მარცხი დაუგროვდა, თანაც ორივე შინ. იგივეს თქმა შეიძლება, “რომაზეც”. რუდი გარსიას შეგირდები ჩემპიონთა ლიგაზე თავიანთ ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე ორი ქულით იმყოფებიან. არადა, “ჯალოროსის” სამშაბათს, ლევერკუზენში გამარჯვება შეეძლო და ახლოსაც იყო, მაგრამ ბოლო 5 წუთში ორბურთიანი ფორა გაანიავა. მოკლედ, “არტემიო ფრანკიზე” ექვსქულიანი თამაშია და კალჩოს მოყვარულთ წინ კარგი სანახაობა ელოდებათ.
ჩემპიონი “იუვენტუსი” ლიდერთა ჯგუფს უკვე საკმაოდ ჩარმოჩა და ბერგამოს “ატალანტასთან” წაფორხილება არ მართებს. მასიმილიანო ალეგრი თამაშს გადახალისებული შემადგენლობით აპირებს. სამი ხედირა, კლაუდიო მარკიზიო, ალვარო მორატა და ჯორჯო კიელინი თამაშს თადარიგიდან დაიწყებენ. სამაგიეროდ, ძირითადში იქნება დანიელე რუგანი, რომლისთვის ეს “იუვეს” რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი იქნება, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
მილანის “ინტერი” სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას სიცილიაზე ეცდება. რობერტო მანჩინი ამჯერად ტაქტიკურ ცვლილებას გეგმავს და გუნდს 4-2-3-1 სქემით უპირებს თამაშს. “პალერმო” კი “რენცო ბარბერაზე” ადვილად გასატეხი რომ არაა, ძველი ამბავია. რამდენად გამოუვა “ინტერნაციონალეს” წარმატებული თამაში დღეს გავიგებთ.
“მილანი” “სან სიროზე” წლეულს მშვენივრად მოთამაშე “სასუოლოს” დაუხვდება. სინიშა მიხაილოვიჩს მომდევნო ორი თამაშის მოგება დაუსახეს მიზნად პირველი ბარიერი არცთუ ადვილი გადასალახი უნდა იყოს. ეუსებიო დი ფრანჩესკო გუნდს 15 ქულა აქვს და განვლილ 8 ტურში ერთადერთხელ დამარცხდა. შესაბამისად, პირველ ხუთეულში ტრიალებს.
ბრწყინვალე ფორმაში მყოფი “ნაპოლი” ტურის დასკვნით მატჩში ვერონას “კიევოს” ესტუმრება. მაურიციო სარის გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო და “ემპოლის” ყოფილ თავკაცს კრიტიკოსები არ აკლდა, მაგრამ ბოლო რვა თამაშიდან ნეაპოლიტანელებმა 7 მოიგეს და თანაც თამაშის ხარისხისც ისეთია, საჩემპიონო რომ ეთქმის...
სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “ლაციოსა” და “ტორინოს” დაპირისპირება, რომელსაც იტალიის დედაქალაქი უმასპინძელბს. გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან და მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე იმყოფებიან. რომაელები ტურინელებს ერთი ქულით სჯაბნიან შესაბამისად, გამარჯვებას გეგმავენ, მაგრამ “ტორინო” ბოლო სეზონების მსგავსად გამართულ და დალაგებულ ფეხბურთს აჩვენებს.
“ემპოლი” – “ჯენოა”
24 ოქტომბერი, 17:00 საათი
ემპოლი, “კასტელანი”
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, დიუსიე, ბუჩელი; პარედესი; პუჩიარელი, მაკარონე
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, დე მაიო; სისოხო, რინკონი, ტინო კოსტა, ლაქსალტი; გაკპე, პავოლეტი, პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
მსაჯი: დომენიკო ჩელი
“კარპი” – “ბოლონია”
24 ოქტომბერი, 20:00 საათი
კარპი, “
“კარპი” (3-5-2): ბელეჩი; ძაკარდო, სპოლი, გალიოლო; ლეტიცია, ფედელე, მარონე, კოფიე, გაბრიელ სილვა; მატოსი, ბორიელო
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო
“ბოლონია” (4-3-2-1): მირანტე; კრაფტი, გასტალდელო, ოიკონომუ, მაზინა; რიცო, დონსა, დიავარა, რიცო; მუნირი, ჯაკერინი; დესტრო
მწვრთნელი: დელიო როსი
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“პალერმო” – “ინტერი”
24 ოქტომბერი, 22:45 საათი
პალერმო, “რენცო ბარბერა”
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი, რიგონი, მარესკა, იაიალო, ლაზაარი; ვასკესი, ჯილარდინო
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მირანდა, მურილო, ჟუან ჟესუსი; მედელი, კონდოგბია; ბიაბიანი, იოვეტიჩი, პერიშიჩი; იკარდი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
მსაჯი: დანიელე დოვერი
“სამპდორია” – “ვერონა”
25 ოქტომბერი, 14:30 საათი
გენუა, “მარასი”
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; პერეირა, მოისანდერი, ძუკანოვიჩი, მესბა; ივანი, ფერნანდო, ბარეტო; სორიანო; მურიელი, ედერი
მწვრთნელი: ვალტერ ძენგა
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მარკესი, მორასი, სუპრაიენი; სალა, მატუზალემი, ჰალფრედსონი; იანკოვიჩი, პაცინი, გომესი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
მსაჯი: მაურიციო მარიანი
“იუვენტუსი” – “ატალანტა”
25 ოქტომბერი, 17:00 საათი
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
“იუვენტუსი” (3-5-2): ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; კუადრადო, ლემინა, ერნანესი, პოგბა, ალექს სანდრო; ძაძა, დიბალა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, პალეტა, დრამე; გრასი, დე რუნი, ჩიგარინი; მორალესი, პინილია, გომესი
მწვრთნელი: ედუარდო რეია
მსაჯი: მარკო დი ბელო
“მილანი” – “სასუოლო”
25 ოქტომბერი, 17:00 საათი
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, ძაპატა, რომანიოლი, ანტონელი; პოლი, მონტოლივო, კუჩკა; ჩერჩი, ბაკა, ბონავენტურა
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, დეფრელი, ფლორო ფლორესი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
მსაჯი: ჯანლუკა როკი
“უდინეზე” – “ფროზინონე”
25 ოქტომბერი, 17:00 საათი
უდინე, “ფრიული”
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; დენილსონი, ბადუ, ლოდი, ფერნანდესი, ალი ადნანი; დი ნატალე, ტერო
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; მ. ჩიოფანი, დიაკიტე, ბლანჩარდი, კრიველო; პაგანინი, ჩიბსა, სოდიმო; დ. ჩიოფანი, დიონისი
მწვრთნელი: რობერტო სტელონე
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“ფიორენტინა” – “რომა”
25 ოქტომბერი, 20:00 საათი
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი; ბლაშჩიკოვსკი, ვესინო, ბადეი, ალონსო; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, კასტანი, დინიე; პაინიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; ჟერვინიო, ჯეკო, იაგო ფალკე
მწვრთნელი: რუდი გარსია
მსაჯი: დანიელე ორსატო
“ლაციო” – “ტორინო”
25 ოქტომბერი, 20:00 საათი
რომი, “ოლიმპიკო”
“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, ლულიჩი; ონაზი, ბილია; კანდრევა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ანდერსონი; კლოზე
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა, ვივესი, ბაზელი, მოლინარო; კვალიარელა, ბელოტი
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
“კიევო” – “ნაპოლი”
25 ოქტომბერი, 22:45 საათი
ვერონა, “ბენტეგოდი”
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რიგონი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, პალოსკი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე
მწვრთნელი: მაურიციო სარი
მსაჯი: დავიდე მასა