მილანის “ინტერი” ესპანური “ვალენსიას” ვინგერით სოფიან ფეგულით ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს.
25 წლის ალჟირელ ფეხბურთელს “ლოს ჩესთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მის გახანგრძლივებაზე მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ფეგულის თქმით, “ვალენსიაში” დარჩენა სურს.
“ინტერის” გარდა, სოფიანის სახელს “ტოტენჰემსა” და “ბარსელონას” უკავშირებენ.
მან მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.