მადრიდის “რეალს” ძირითადი შემადგენლობის წევრები სერხიო რამოსი და ლუკა მოდრიჩი დაუბრუნდნენ. ორივე ფეხბურთელი რაფაელ ბენიტესმა ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან” მატჩის განაცხადში შეიყვანა. ესპანელი მცველისა და ხორვატი ნახევარმცველის თამაში აქამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
სამაგიეროდ, პსჟ-თან გამოირიცხა ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის თამაში. ამ უკანასკნელმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში “ლევანტესთან” მიიღო.