ფეხბურთი

12:12 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს ბურთის” მაძიებელთა სია 23-მდე შემცირდა

ფიფას საფეხბურთო კომიტეტმა და ფრანგული გამოცემა France Football-ის ექსპერტებმა 2015 წლის “ოქროს ბურთის” მაძიებელთა თავდაპირველი 59-კაციანი სიიდან 23 ფეხბურთელი შეარჩიეს, რომლებიც წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ:

სერხო აგუერო (არგენტინა/მანჩესტერ სიტი), გარეტ ბეილი (უელსი/რეალი), ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი/რეალი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია/რეალი), კევინ დე ბრუინი (ბელგია/ვოლფსბურგი/მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი (ბელგია/ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი/პსჟ), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი/ ბარსელონა), ტონი კროოსი (გერმანია/რეალი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/ ბაიერნი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა/ბარსელონა), ლიონელ მესი (არგენტინა/ბარსელონა), თომას მიულერი (გერმანია/ბაიერნი), მანუელ ნოიერი (გერმანია/ბაიერნი), ნეიმარი (ბრაზილია/ბარსელონა), პოლ პოგბა (საფრანგეთი/იუვენტუსი), ივან რაკიტიჩი (ხორვატია/ბარსელონა), არიენ რობენი (ჰოლანდია/ბაიერნი), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია/რეალი), ალექსის სანჩესი (ჩილე/არსენალი), ლუის სუარესი (ურუგვაი/ბარსელონა), იაია ტურე (კოტდივუარი/მანჩესტერ სიტი), არტურო ვიდალი (ჩილე/ იუვენტუსი/ბაიერნი).

30 ნოემბერს ამ 23 ფეხბურთელიდან 3 საუკეთესო შეირჩევა, 2015 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი კი 2016 წლის 11 იანვარს ციურიხში საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდება. წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ჟურნალისტები დაასახელებენ.

ფიფა და France Football-ი წლის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენ ღონისძიებას ერთად 2010 წლიდან ატარებენ, მას შემდეგ რაც ფრანგული გამოცემის “ოქროს ბურთისა” და “ფიფას წლის ფეხბურთელის” დაჯილდოვება გაერთიანდა.

0.115243