კალათბურთი

11:32 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"არენა 76”-ს გელა წულაძე უხელმძღვანელებს

სუპერლიგის ახალი წევრის ,,არენა-76“-ს მთავარ მწვრთნელად გელა წულაძე დაინიშნა.ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ თავად წულაძემ განუცხადა.

გელა წულაძე გამოცდილი მწვრთნელია, რომელიც ბოლოს საკალათბურთო აკადემიასა და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში მუშაობდა.

შეგახსენებთ, ,,არენა 76“-მა ,,ა“ ლიგაში 2014-2015 წლების სეზონში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ სუპერლიგაში გადასასვლელი მატჩი აღნიშნული ლიგის წევრ ,,ოლიმპთან“ წააგო. სუპერლიგაში კი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ,,შსს აკადემიას“ დაშლის შემდეგ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114374